Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპის ვირუსი ევროპის გარეულ


ფრინველის გრიპის ვირუსი ევროპის გარეულ ფრინველებში

ფრინველის გრიპის ვირუსი ევროპის გარეულ ფრინველებში
გავრცელებას განაგრძობს. უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ფერენც გურშენიმ, დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსით მკვდარი კიდევ ორი გედი აღმოაჩინეს. ბოსნიიდან მოსული ინფორმაციის თანახმად, 17 თებერვალს აღმოჩენილ 4 მკვდარ გედსაც ფრინველის გრიპის ვირუსი ჰქონდა - თუმცა ჯერჯერობით გაურკეველია, იყო თუ არა ეს ვირუსი საშიში H5N1 ფორმა. რუმინეთის ვეტერინარულმა სააგენტომ გუშინ დაადასტურა, რომ ორ სოფელში შინაურ ფრინველებს შორის გრიპის H5N1 სახეობის ახალი აფეთქებები აღირიცხა.
XS
SM
MD
LG