Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი


გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ლუიზ არბური,

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი, ლუიზ არბური,
ჩრდილოეთ კავკასიაში ვიზიტს განაგრძობს. დღეს იგი ჩეჩნეთში იმყოფება და აცხადებს, რომ იქ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარებით შეშფოთებულია. არბურმა დაკითხვის დროს უშიშროების ძალების მხრიდან დაკავებულთა წამებაზე, და ადამიანების გატაცებაზე ისაუბრა. არბური ჩეჩნეთში პრო-რუსული მთავრობის მოქმედ ხელმძღვანელს, რამზან კადიროვს, და პრეზიდენტ ალუ ალხანოვს შეხვდა. ორშაბათს, 20 თებერვალს არბური ინგუშეთში იყო. იქ ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ადგილობრივ ლიდერებს შეხვდა, და მოინახულა ბანაკი, სადაც ჩრდილოეთ ოსეთთან 1992 წლის კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული ინგუშები იმყოფებიან. გავრცელებული ცნობებით, ბანაკის მონახულების შემდეგ არბურმა განაცხადა, რომ ”შეძრულია მათი უკიდურესად მძიმე ყოფით”. 22 თებერვალს არბური ჩრდილოეთ ოსეთში გაემგზავრება. იქ ის ბესლანშიც ჩავა და 2004 წლის ტრაგედიის ადგილებს მოინახულებს. რუსეთში ერთკვირიანი ვიზიტის დასრულებამდე, არბური პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც შეხვდება. მოსალოდნელია, რომ პუტინი არბურს თავის უკმაყოფილებას გააცნობს ადამიანის უფლებების პრინციპების ”პოლიტიცაზიის” გამო.
XS
SM
MD
LG