Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ უარყო თურქმენეთის ბრალდება


უკრაინამ უარყო თურქმენეთის ბრალდება,

უკრაინამ უარყო თურქმენეთის ბრალდება,
რომ მას გაზის დავალიანების გამო თურქმენეთთან მილიონობით დოლარის დავალიანება აქვს. თურქმენეთი აცხადებს, რომ უკრაინას მიწოდებული გაზის სანაცვლოდ მისი დაახლოებით 160 მილიონი დოლარი მართებს. თუქმენეთის წარმომადგენლების თქმით ის, რომ უკრაინის მხარემ გასულ კვირაში აშხაბადში შემდგარ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განიხილა, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე. უკრაინის სახელმწიფო ნავთობის და გაზის კომპანიის, ნაფტოგაზის ხელმძღვანელმა, ოლექსეი ივჩენკომ, დღეს განაცხადა, რომ უკრაინა გადასახადებს სისტემატურად იხდიდა, და მას თურქმენეთის არაფერი მართებს. ივჩენკოს თქმით, თურქმენეთის ბრალდებები გაზის ფასის აწევის სურვილთან არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG