Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის წამყვანმა ვეტერინარებმა შინაური ფრინველების


ევროპის წამყვანმა ვეტერინარებმა შინაური ფრინველების ვაქცინაციის შესაძლებლობა განიხილეს

ევროპის წამყვანმა ვეტერინარებმა შინაური ფრინველების ვაქცინაციის შესაძლებლობა განიხილეს
- ვინაიდან ფრინველის გრიპის ვირუსი ევროპის მასშტაბით გავრცელებას განაგრძობს. თუმცა ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, და ევროკომისია, ვაქცინაციის იდეის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ხორვატია ამ ეტაპზე ბოლო ქვეყანაა, რომელმაც მის ტერიტორიაზე ფრინველის გრიპის ვირუსის H5N1 ფორმის არსებობა დაადასტურა. ვირუსი მკვდარ გედს აღმოაჩნდა. პარალელურად, უნგრეთმა მის ტერიტორიაზე გარეულ ფრინველებში ვირუსის საშიში, H5N1 ფორმის არსებობა დაადასტურა. სლოკავეთში ვირუსი ორ ფრინველს აღმოაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს H5N1 ფორმა. ვირუსის ახალი შემთხვევები აღირიცხა გერმანიაშიც. მას შემდეგ, რაც დაახლოებით სამი წლის წინ, ფრინველის გრიპი პირველად აღმოაჩინეს აზიაში, მის H5N1 ფორმას დაახლოებით 90 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG