Accessibility links

logo-print

ჩინეთმა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამაზე


ჩინეთმა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამაზე

ჩინეთმა ირანს ურანის გამდიდრების პროგრამაზე
მორატორიუმის აღდგენისკენ მოუწოდა, რათა შესაძლებელი გახდეს ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ არსებული უთანხმოების კომპრომისული გადაწყვეტა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლიუ ძიანჩაომ, განაცხადა, რომ ჩინეთს ირანსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკების წარმატების იმედი აქვს: [ძიანჩაოს ხმა]: ”ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკების გამართვას ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ. და იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება დადებით შედეგს მოიტანს. შექმნილ ვითარებაში, ჩინეთს იმედი აქვს რომ ირანი არ განახორციელებს ურანის გამდიდრების პროგრამას. ეს ირანის ატომური პროგრამის საკითხის დიპლომატიური გზებით გადაჭრას გახდის შესაძლებელს”.
XS
SM
MD
LG