Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, 21 თებერვალს, სრული საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვილმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, 21 თებერვალს, სრული საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვილმა
«მი-8» ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა განახორციელა ქ. სენაკის სამხედრო გარნიზონის შემოფრენა.
დღესვე, დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების «სუ-25» ტიპის თვითმრინავის მიერ, ყაზბეგის რაიონის დასავლეთით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო სივრცის დარღვევასა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედროების მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ფრენებს აფასებს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას. სამინისტრო პროტესტს აცხადებს რუსული მხარის აღნიშნული ქმედებების გამო და მოითხოვს მათ დაუყოვნებელ აღკვეთას. შესაბამისი შინაარსის ნოტა გადაეცა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს.
XS
SM
MD
LG