Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის მთავრობა უარყოფს დღეს გავრცელებულ


სერბიის მთავრობა უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას,

სერბიის მთავრობა უარყოფს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას,
რომ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილი რატკო მლადიჩი დაპატიმრებულია. პრემიერ-მინისტრის, ვოისლავ კუშტუნიცას ოფისი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. Associated Press-ი, მთავრობის ინკოგნიტო წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ მლადიჩს მიაგნეს, და რომ მისი დაპატიმრების შესახებ მიმდინარეობდა მოლაპარაკება. სხვა მედიის საშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მლადიჩი ბელგრადში დააპატიმრეს და ბელგრადში გადაყავთ.
ბოსნიელი სერბი რადოვან კარაჯიჩის შემდეგ, რადკო მლადიჩი მნიშვნელობით მეორე ძებნილია ევროპაში. მლადიჩს 1995 წელს, ქალაქ შრებრენიცაში, 8 ათასი მუსულმანი მამაკაცის და ბიჭის დახოცვასთან დაკავშირებით ეძებენ.
XS
SM
MD
LG