Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე მოსმენით მოიწონა ანტიტერორისტული კანონპროექტი.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე მოსმენით მოიწონა ანტიტერორისტული კანონპროექტი.

ოფიციალური პირების განმარტებით, დოკუმენტში მოხაზულია ანტიტერორისტული პრევენციული ზომებიც. კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო 2004 წელს რუსეთში ტერორისტული აქტების სერიის შემდეგ. დოკუმენტით გათვალისწინებულ ზომებს შორისაა იმ ორგანიზაციების აკრძალვა, რომელთა საქმიანობაც მოიცავს ტერორიზმის პროპაგანდას, გამართლებას და მხარდაჭერას. სამხედრო-საჰაერო დაცვას უფლება ეძლევა, ჩამოაგდოს თვითმფრინავი, რომელსაც ტერორისტები მართავენ. სახელმწიფო სათათბირო კანონპროექტის ბოლო, მესამე მოსმენით განიხილავს 26 თებერვალს. შემდეგ ის ფედერაციის საბჭოში, ბოლოს კი პრეზიდენტის ხელმოწერით უნდა დამტკიცდეს.
XS
SM
MD
LG