Accessibility links

logo-print

"ფატაჰი" გარკვეულ პირობებს უყენებს "ჰამასს"


"ფატაჰი" გარკვეულ პირობებს უყენებს "ჰამასს" პალესტინელების კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობაზე დათანხმებისთვის.

"ფატაჰი" გარკვეულ პირობებს უყენებს "ჰამასს" პალესტინელების კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობაზე დათანხმებისთვის.
ამ შინაარსის განცხადება გაკეთდა პალესტინელების ახალი მთავრობის შექმნაზე ორი პოლიტიკური ორგანიზაციის დელეგაციების მოლაპარაკების შემდეგ. "ფატაჰის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ წაყენებული პირობის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, შევლენ მთავრობაში თუ არა. წელს იანვრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად "ჰამასმა" მოიპოვა უმრავლესობა პალესტინელების პარლამენტში. ის ფართო კოალიციის შექმნისაკენ მიისწრაფვის. ამასობაში, ირანმა გაავრცელა ცნობა, რომ ფინანსურად დაეხმარება პალესტინელების მთავრობას, რომელსაც "ჰამასი" უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG