Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისაგან


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისაგან ითხოვს განმარტებას საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისაგან ითხოვს განმარტებას საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.
საგარეო უწყების ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, რუსეთში გაიგზავნა საპროტესტო ნოტა. ლაპარაკია 21 თებერვლის ინციდენტებზე, როცა, საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სრული საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვილმა სამხედრო შვეულმფრენმა სენაკის სამხედრო გარნიზონს შემოუფრინა, ხოლო ყაზბეგის რაიონის დასავლეთით საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა.
XS
SM
MD
LG