Accessibility links

logo-print

ირანი აცხადებს, რომ რუსეთის წინადადება


ირანი აცხადებს, რომ რუსეთის წინადადება, ირანისთვის ურანი გაამდიდროს,

ირანი აცხადებს, რომ რუსეთის წინადადება, ირანისთვის ურანი გაამდიდროს,
საბოლოოდ უარყოფილი ჯერ არ არის. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი - მათ შორის, ვადები და ადგილმდებარეობა - ჯერაც გადაუჭრელია.
ინდონეზიაში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაკიმ, განაცხადა, რომ ირანი მზად არის კომპრომისზე წავიდეს. [მოტაკის ხმა]: ”იმის გათვალისწინებით, რომ ვაღიარებთ ირანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი ბირთვული ტექნოლოგია მშვიდობიანი მიზნებისთვის, და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ურანის მსხვილმასშტაბიანი გამდიდრების მიზნით ირანში კვლევის და განვითარების სამუშაოები განვაახლეთ, მზად ვართ კომპრომისზე წავიდეთ”. რუსეთის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო, დღეს თეირანში ჩავა და რამდენიმე დღის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებს.
ოთხშაბათს, 22 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ირანი რუსეთის წინადადებას დასთანხმდება. 24 თებერვალს ირანში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლუ გუოზენი ჩავა და ბირთვული საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებას გამართავს.
XS
SM
MD
LG