Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დაგეგმილ არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ


ბელორუსიაში დაგეგმილ არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული

ბელორუსიაში დაგეგმილ არჩევნებამდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
ახალი ამბების გამოშვებები გადაიცემა. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ამის აუცილებლობა
ბელორუსიაში მედიის მკაცრმა კონტროლმა გააჩინა. ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, 19 მარტს კენჭს მესამე ვადით იყრის. ოპოზიცია ხელისუფლებას მასშტაბურ ზეწოლაში და მედიაზე ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს. ევროკომისარმა ბენიტა ფერერო ვალდნერმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბელორუსიაში მედიაზე დაწესებული მკაცრი კონტროლი მოქალაქეებს დამოუკიდებელი ინფორმაციის მოპოვებას მნიშვნელოვნად ურთულებს. ფერერო-ვალდნერის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი ამბების გამოშვებები პროპაგანდის მექანიზმი არ იქნება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი ამბები რადიოს, ტელევიზიის და ინტერნეტის მეშვეობით პირველად კვირას, 26 თებერვალს გადაიცემა.
XS
SM
MD
LG