Accessibility links

logo-print

მაშველების ინფორმაციით, მოსკოვში ბაზრობის სახურავის


მაშველების ინფორმაციით, მოსკოვში ბაზრობის სახურავის ჩამონგრევით

მაშველების ინფორმაციით, მოსკოვში ბაზრობის სახურავის ჩამონგრევით
გარდაცვლილთა რიცხვმა 50ს გადააჭარბა. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
შენობაში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, რომელთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული მონაცემები ვრცელდება. ზოგიერთი მონაცემით, დაღუპულია 2, ხოლო დაკარგულია 8 საქართველოს მოქალაქე. დაღუპულების უმრავლესობა შუა აზიის და კავკასიის ქვეყნებიდანაა.
ჩამონგრევის მიზეზების დადგენის მიზნით, დაიწყო ოფიციალური გამოძიება. 70-იან წლებში აშენებული ბაუმანის ბაზრობის პროქტის ავტორია არქიტექტორი ნოდარ ყანჩელი. მისი თქმით, გაურკვეველია, რამ გამოიწვია ჩამონგრევა:
[ყანჩელის ხმა]: ”ვერ გეტყვით, ვინ არის დამნაშავე. შეიძლება თოვლი, შეიძლება არასწორი ექსპლუატაზია. ვერ წარმომიდგენია, 30 წელიწადი როგორ გაძლო ამან. თავის დროზე სახურავი 140 კილოგრამ თოვლზე იყო გათვლილი. ახლა უკვე ასეთ ნაგებობები 220 კილოგრამამდე სიმძიმეს უძლებენ. სტანდარტები შეიცვალა - ან შეიძლება ახლა უფრო მეტი თოვლი მოდის”. ნოდარ ყანჩელს იმ აკვაპარკის პროექტიც ეკუთვნოდა, რომელიც მოსკოვში 2 წლის წინ ჩამოინგრა და 28 ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG