Accessibility links

logo-print

ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის


ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა გაიხსნა,

ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომა გაიხსნა,
რომელზეც საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო გეგმაზე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა. ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარელ დე ჰუხტის განცხადებით, ეუთო ითვალისწინებს და მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საკითხებში.
ნინო ბურჯანაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ვენაში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლის მიზეზებზეც ისაუბრა და რუსული მხარის პოზიცია გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღესვე შეხვედრები გამართა რუსეთის დელეგაციის წევრებთან.
XS
SM
MD
LG