Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფრინველის გრიპის


მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო,

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო,
მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ურჩევს. ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, ფრინველის ვირუსის შემთხვევა აჭარის ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის რაიონში დაფიქსირდა.
სააკაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა მკაცრად დაიცავს ჰიგიენურ ნორმებს, ვირუსის ადამიანზე გადასვლის რისკი მინიმალური იქნება. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში ის ადგილები დაათვალიერა, სადაც გუშინ დაცემული გედები აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემების თანახმად, ერთ-ერთ გედს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი H5N1 აღმოაჩნდა.
XS
SM
MD
LG