Accessibility links

logo-print

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც 26 თებერვლისთვის იგეგმებოდა,

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც 26 თებერვლისთვის იგეგმებოდა,
რუსი პარლამენტარების თხოვნით, 13-14 მარტისთვის გადაიდო. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსმა დეპუტატებმა ვიზიტის გადადების ოფიციალურ მიზეზად შეხვედრების უკეთ მომზადების სურვილი დაასახელეს. მოსკოვში ვიზიტს საპარლამენტო დელეგაცია ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით გეგმავდა. რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ასევე გადადო მოსკოვში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი.
XS
SM
MD
LG