Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობის განცხადებით, იგი ყოველ


ერაყის მთავრობის განცხადებით, იგი ყოველ ღონეს ხმარობს ქვეყანაში

ერაყის მთავრობის განცხადებით, იგი ყოველ ღონეს ხმარობს ქვეყანაში
რელიგიათაშორისი შუღლის გაღვივების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ჯააფარიმ განმარტა, რომ ავტომანქანებს აეკრძალათ როგორც ბაღდადში უნებართვოდ შესვლა, ისე დედაქალაქის უნებართვოდ დატოვება. დღესვე ერაყელ შიიტთა ერთ-ერთმა ლიდერმა აბდულ აზიზ ჰაკიმმა ქვეყნის შიიტებსა და სუნიტებს ერთიანობისკენ მოუწოდა. სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ააფეთქეს ქალაქ სამარაში მდებარე შიიტური სალოცავი. აფეთქებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა თავდასხმები სუნიტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG