Accessibility links

logo-print

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების


გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელის,

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელის,
ლუიზ არბურის განცხადებით, ჩეჩნეთში კვლავინდებურად კანონი კი არა, ძალა ბატონობს. ჩეჩნეთში სტუმრობის შედეგების შეჯამებისას, გაეროს უზენაესმა კომისარმა აღნიშნა: [ლუიზ არბურის ხმა] "ორი რამ მესახება განსაკუთრებით შემაშფოთებლად. პირველია დაკავებულთა წამება მათგან აღიარების ან ინფორმაციის გამოძფალვის მიზნით. მეორე გახლავთ იმ ადამიანთა დაშინება, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს მოხელეების საქმიანობით. ეს ორი რამ ბრალდებაზე მეტია - ამ მტკიცებას რეალური საფუძველი მოეპოვება." ეს განცხადება ლუიზ არბურმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგზავრნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი ალვარო ხილ-რობლესი და ამ თანამდებობაზე მისი მემკვიდრე თომას ჰამარბერგი. ჩეჩნეთში ისინი ორ დღეს დაჰყოფენ, რის შემდეგაც მოსკოვში შეხვდებიან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG