Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოში,სოფელ ადლიაში, ფრინველის გრიპის


დღეს საქართველოში,სოფელ ადლიაში, ფრინველის გრიპის მეორე შემთხვევა აღმოაჩინეს.

დღეს საქართველოში,სოფელ ადლიაში, ფრინველის გრიპის მეორე შემთხვევა აღმოაჩინეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ამ და კიდევ 11 სოფელში ვირუსის H5N1 ფორმის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. შინაური ფრინველის განადგურებასთან ერთად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოებიც. ფრინველის გრიპის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო საქართველოს სხვა რეგიონებშიც. დღესვე, ჩინეთის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყანაში ორ ადამიანს შესაძლოა ფრინველის გრიპის ვირუსის საშიში, H5N1 ფორმა ჰქონდეს. ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს განცხადებით, ავად 9 წლის გოგონა და 26 წლის ქალი არიან. პაციენტები ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობენ. განცხადებაში არ არის ნათქვამი, ჰქონდათ თუ არა მათ შეხება დაავადებულ ფრინველებთან. საფრანგეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც ოფიციალურად გამოაცხადა შინაურ ფრინველებს შორის ფრინველის გრიპის ვირუსის საშიში, H5N1 ფორმის ეპიდემიის აფეთქება. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაადასტურა, რომ ვირუსი ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედ ინდაურის ფერმაში აღმოაჩინეს. იქ ამ ვირუსით 400 ინდაური მოკვდა. ამის გამო ხუთშაბათს, 23 თებერვალს, დანარჩენი 11 ათასი ფრინველი გაანადგურეს.
საფრანგეთის ამ განცხადებამდე ფრინველის გრიპის ვირუსი გარეულ და გადამფრენ ფრინველებში, ევროკავშირის 8 ქვეყანაში იყო აღრიცხული. ამ ეტაპზე ფრინველის გრიპის ვირუსი ევროპაში ადამიანებში არ არის აღმოჩენილი.
პარალელურად, დღეს ინდონეზიიდან მოვიდა ცნობა, რომ ამ ვირუსმა იქ უკვე 20 ადამიანი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG