Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის შემოგარენის ციხეში, ამბოხებულ პატიმრებთან


ქაბულის შემოგარენის ციხეში, ამბოხებულ პატიმრებთან გამართული მოლაპარაკება

ქაბულის შემოგარენის ციხეში, ამბოხებულ პატიმრებთან გამართული მოლაპარაკება
დღეისთვის დამთავრებულია. ავღანეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ქასიმ ჰაშიმზაის თქმით, ფულ-ი-ჩაკრის ციხეში მოლაპარაკების განახლებას ოფიციალური პირები ორშაბათს დილიდან შეეცდებიან. მეამბოხე პატიმრებმა დღეს ციხის ფლიგელი დაიკავეს. ფლიგელში დაახლოებით 1300 პატიმარია. ამასთან, მეამბოხეებმა ციხის იმ ნაწილშიც შესძლეს შეღწევა, სადაც 70 ქალი პატიმარი იმყოფება. მეამბოხე პატიმრებს შორის ალ-ყაიდის და თალიბანის ყოფილი წევრებიც არიან. პოლიციელებს და ჯარისკაცებს ციხე ალყაში აქვთ მოქცეული. Associated Press-ის კორესპონდენტის ინფორმაციით, ციხესთან ახლოს ავღანეთის ჯარის და ნატოს მშვიდობის დამცველების ტანკები დგას.
XS
SM
MD
LG