Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი


როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება,

როგორც ახალი ამბების სააგენტო პრაიმ-ნიუსი იუწყება,
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ კვირას ხელმოწერილი ბრძანებულებით, ფრინველის გრიპის აღმოჩენის გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. როგორც პრაიმ-ნიუსს პრეზიდენტის აპარატიდან აცნობეს, ბრძანებულების თანახმად, გრიპთან ბრძოლის პროცესში
საქართველოს მთავრობამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობამ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ. მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ მოსახლეობისთვის და საწარმოებისთვის ფრინველისა და ფრინველის პროდუქტების ჩამორთმევა და განადგურება.
იკრძალება ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე გარეულ ფრინველებზე ნადირობა, მოსახლეობას კი სანადირო იარაღი დროებით უნდა ჩამოერთვას. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რაიონის ტერიტორიაზე შესულ სატრანსპორტო საშუალებებს გამოსვლისას დეზინფექცია ჩაუტარდება. აღნიშნული ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების კოორდინაცია და საორგანიზაციო შტაბის შექმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა უნდა უზრუნველყოს.
პრაიმ-ნიუსის ცნობით, აღნიშნული ბრძანებულება პარლამენტს განსახილველად 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს, ძალაში კი იგი გამოქვეყნებისთანავე შევა.
XS
SM
MD
LG