Accessibility links

logo-print

ერაყის დედაქალაქის სუნიტურ და შიიტურ


ერაყის დედაქალაქის სუნიტურ და შიიტურ უბნებში, დღეს ძალადობა გრძელდებოდა.

ერაყის დედაქალაქის სუნიტურ და შიიტურ უბნებში, დღეს ძალადობა გრძელდებოდა.
რამდენიმე ინციდენტი მოხდა, მას მერე რაც ხელისუფლებამ კვლავ გააუქმა დღის კომენდანტის საათი, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს შორის სისხლისღვრის თავიდან აცხილების მიზნით შემოიღო. ღამის კომენდატის საათი კვლავ ძალაშია. ბაღდადში სუნიტთა მეჩეთთან აფეთქდა ბომბი. სულ მცირე სამი პირი დაიხოცა, 11 დაშავდა. პოლიციის თანახმად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა შიიტთა უბანში, შოლაში, რომელიც ქალაქის სუნიტურ რაიონში მდებარეობს. ერაყის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 35 “ტერორისტად” წოდებული პირი დახოცეს, 487 - დააპატიმრეს. ერაყის პარლამენტის სუნიტების ბლოკმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობებით მზად არის ახალი მთავრობის გარშემო მოლაპარაკების ბოიკოტი შეწყვიტოს. ეროვნული შერიგების ფრონტის ლიდერმა, ადნან ალ დულამიმ თქვა, რომ ეს პირობები, სუნიტების ვითომდა შიიტების მიერ მითვისებული მეჩეთების დაბრუნებაა.
XS
SM
MD
LG