Accessibility links

logo-print

1-ლ მარტს ირანის დელეგაცია ეროვნული


1-ლ მარტს ირანის დელეგაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მეთაურობით

1-ლ მარტს ირანის დელეგაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მეთაურობით
მოსკოვში ჩადის მოლაპარაკებების გასამართად. მოლაპარაკებებზე გაგრძელდება კონსულტაციები მოსკოვის წინადადებაზე, რუსეთის ტერიტორიაზე მოხდეს ირანის ბირთვული საწვავის გამდიდრება. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ოპტიმისტურად უყურებს ირანთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს. მსოფლიო თანამეგობრობა მოითხოვს, რომ ირანმა შეაჩეროს თავისი ბირთვული პროგრამა. ირანი კი განმეორებით აცხადებს, რომ უფლება აქვს ბირთვულ სფეროში აწარმოოს საკუთარი გამოკვლევები.
XS
SM
MD
LG