Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთთან მოლაპარაკება


აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთთან მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის საკითხზე "ჩიხშია შესული".

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთთან მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის საკითხზე "ჩიხშია შესული".
ყარაბაღის ტერიტორიის იმ, მცირე ნაწილში, რომელსაც ჯერ კიდევ აზერბაიჯანი აკონტროლებს, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უნდა გადასინჯოს თავისი პოზიცია და ყველაფრისთვის იყოს მზად. მთიანი ყარაბაღის კონლიქტთან დაკავშირებით ბოლო კვირებში თითქოს წინსვლა გამოიკვეთა: გასულ თვეში პარიზთან მდებარე რამბუიეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის და მისი სომეხი კოლეგის პირისპირ მოლაპარაკებაც კი გაიმართა. მაგრამ მოლაპარაკებას არ მოჰყოლია ცნობა რაიმე გარღვევის შესახებ.
XS
SM
MD
LG