Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა


ღაზაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი

ღაზაში ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა მოძრაობა "ისლამური ჯიჰადის" გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი
ხალედ დაჰდუჰი. ამის შესახებ ცნობა პალესტინელთა პოლიციამ გაავრცელა. პალესტინელების თქმით, ეს იყო დაჰდუჰის წინააღმდეგ ორგანიზებული იერიშის შედეგი. მაგრამ ისრაელის სამხედრო ძალები, მანამდე არაერთხელ რომ განუხორციელებიათ თავდასხმები ექტსრემისტებზე ღაზაში, დაჰდუჰის მოკვლასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. ძალადობა აღირიცხა ასევე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე: პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ებრაელი მოსახლე, რომელიც იქვე მდებარე ტაპუაში მიემგზავრებოდა. პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა "ალ-აყსას წამებულთა ბრიგადებმა", რომელსაც კავშირი აქვს პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის პარტია "ფატაჰთან".
XS
SM
MD
LG