Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის მორიგმა სერიამ ბაღდადში, სულ


ძალადობის მორიგმა სერიამ ბაღდადში, სულ ცოტა, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ძალადობის მორიგმა სერიამ ბაღდადში, სულ ცოტა, 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პოლიციის ინფორმაციით, ბაღდადის სხვადასხვა უბანში სამი ბომბის აფეთქებამ მოკლა, სულ მცირე, 26 სამოქალაქო პირი, ათობით ადამიანი დაიჭრა. 4 კაცი დაიღუპა, როცა მათს სახლებს რაკეტები მოხვდა. ერაყში რელიგიურ ჯგუფებს შორის ძალადობამ იმატა მას შემდეგ, რაც 22 თებერვალს ბომბი აფეთქდა შიიტების ტაძარში - ქალაქ სამარაში მდებარე ოქროს მეჩეთში. გუშინ კი, 28 თებერვალს, ძალადობამ ბაღდადში 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG