Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრინველის გრიპით კატის დაავადების შესახებ


ფრინველის გრიპით კატის დაავადების შესახებ ცნობას, რომელიც გუშინ გაავრცელეს გერმანიიდან,

ფრინველის გრიპით კატის დაავადების შესახებ ცნობას, რომელიც გუშინ გაავრცელეს გერმანიიდან,
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოხმაურება მოჰყვა. ორგანიზაციის პრეს-მდივან დიკ ტომპსონის თქმით, ჯერ შეუძლებელია ითქვას, არის თუ არა ვირუსით კატის (ევროპის კონტინენტზე პირველი ძუძუმწოვრის) დაავადება განსაკუთრებული საფრთხის მომასწავებელი ადამიანისთვის. კატას, გერმანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ინფიცირებული იხვი ჰყავდა შეჭმული. აზიაში H5 N1 ტიპის ვირუსი სხვა ცხოველებზეც გავრცელდა, დახოცა კატები, რამდენიმე ვეფხვიც კი.
XS
SM
MD
LG