Accessibility links

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მიმდებარე


ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კმ-იან საკარანტინო ზოლში შინაური ფრინველის ხოცვა დასრულდა.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კმ-იან საკარანტინო ზოლში შინაური ფრინველის ხოცვა დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსის" ცნობით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოსახლეობის კუთვნილი სანადირო იარაღის ამოღება. ხელვაჩაურის რაიონში გასულ კვირაში აღირიცხა ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა საქართველოში. როგორც "მედიანიუსს" განუცხადა სახელმწიფო ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ჯამბულ მაღლაკელიძემ, ხელვაჩაურის რაიონში მომუშავე მონიტორინგის ჯგუფები დაადგენენ, რომელი მოსახლის ოჯახში რამდენი ფრთა ფრინველი დაიხოცა და უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა სახით გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG