Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი პრაღაში ვიზიტისას გამოვიდა


რუსეთის პრეზიდენტი პრაღაში ვიზიტისას გამოვიდა ენერგეტიკის საკითხებში რუსეთსა და ევროპას შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობის მოწოდებით.

რუსეთის პრეზიდენტი პრაღაში ვიზიტისას გამოვიდა ენერგეტიკის საკითხებში რუსეთსა და ევროპას შორის თანასწორუფლებიანი პარტნიორობის მოწოდებით.
როგორც ვლადიმირ პუტინმა პრაღაში ჟურნალისტებს უთხრა, მისი ქვეყანა იყო და იქნება ევროპის სტაბილური მომმარაგებელი ნავთობით და გაზით. პუტინისვე თქმით, როცა ევროპის სახელმწიფოები გამოთქვამენ შეშფოთებას რუსულ ნავთობზე, ან გაზზე დამოკიდებულების გამო, არ უნდა დაივიწყონ, რომ რუსეთიც არის დამოკიდებული ევროპელ კლიენტებზე. ამის გამო რუსეთმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება. იუწყებიან აგრეთვე, რომ პუტინმა დღეს ისაუბრა "რუსეთის მორალურ პასუხისმგებლობაზე" 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში სამხედრო ინტერვენციის გამო.
XS
SM
MD
LG