Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა


ისრაელის პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ

ისრაელის პრემიერ- მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ
პალესტინელი მეამბოხეების მხრივ ყოველგვარ ძალადობას მთელი ძალით აღუდგება ისრაელი წინ. ოლმერტმა ეს დღეს განაცხადა იერუსალიმში, მას მერე, რაც იქ გახშირდა ძალადობის აქტები, რასაც 28 თებერვლის შემდეგ ერთი ისრაელი მოქალაქე შეეწირა და 5 დაშავდა. ოლმერტმა თქვა, რომ ისრაელი ააქტიურებს თავის კამპანიას “ალ ყაიდის” ტერორისტული ქსელის წინააღმდეგ. ეს მან პალესტინელთა ლიდერის მაჰმუდ აბასის განცხადებასთან დაკავშიებით თქვა. აბასის თანახმად, პალესტინელთა ტერიტორიებზე “ალ ყაიდას” თავის ხალში შეჰყავს. პარასკევს მოსკოვში ელიან “ჰამასის” დელეგაციას, რასაც დადებითად არ ეკიდება ისრაელი, რომელიც ცდილობს დიპლომატიურ იზოლაციაში მოაქციოს “ჰამასი”. რუსი დიპლომატების თანახმად, ისინი შეეცდებიან “ჰამასი” დაიყოლიან უარი თქვას ძალადობაზე და აღიაროს ისრაელის სახელმწიფო.
XS
SM
MD
LG