Accessibility links

logo-print

ინდოეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს


ინდოეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას სამოქალაქო მიზნებით

ინდოეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმებას სამოქალაქო მიზნებით
ბირთვული ტექნოლოგიის მოხმარების სფეროში. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნიუ დელიში ამ შეთანმხებას ისტორიული უწოდა. შეთანხმების მიხედვით, აშშ ინდოეთს მიაწვდის ტექნოლოგიას და მასალებს ბირთვული ტექნოლოგიის სამოქალაქო მიზნებით გამოყენების სფეროში. შეანხმების პირობაა, რომ ინდოეთი მიჯნავს სამოქალაქო და სამხედრო ბირთვულ პროგრამებს და ბირთვული ენერგეტიკის პროგრამას საერთაშორისო მეთვალყურეობას გადასცემს. შეთანმხება საკამათოა, რადგან ინდოეთს ხელი არ მოუწერია ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე. ინდოეთს ბირთვული არსენალი აქვს მეზობელი პაკისტაინის მსგავსად.
ბუშმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი მსოფლიოს ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე დემოკრატიული ქვეყნის მზარდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის აღიარებას წარმოადგენს. 4 მარტს ბუში პაკისტანს ეწვევა.
XS
SM
MD
LG