Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციაზე


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციაზე

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ აქციაზე
დღეს პოლიტიკური ოპოზიციის დაახლოებით 3 ათასი მომხრე შეიკრიბა. ოპოზიციის ლიდერმა, და ავტორიტარული პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარმა კონკურენტმა, ალექსანდრ მილინკევიჩმა, აქციაზე შეკრებილ ხალხს ასე მიმართა: [მილინკევიჩის ხმა]: ”ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ - ბელორუსიაში თავისუფლება, სამართალი და სიმართლე მკვიდრდება. ჩვენ მოვიპოვებთ უფლებას, ვიცხოვროთ ადამიანურად, ევროპაში და თავისუფალ ქვეყანაში. გაუმარჯოს ბელორუსიას!” ოფიციალური სტრუქტურების თანახმად, აქცია არასანქცირებული იყო, და მათ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლება ჰქონდათ. აქციას დაახლოებით ათასი პოლიციელი დაესწრო - თუმცა მათ არაფერი მოუმოქმედებიათ, და აქცია მშვიდობიანად დასრულდა. დღეს შეერთებულმა შტატებმა მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსია, და განაცხადა, რომ ბელორუსიის მთავრობა დემოკრატიულ ინსტიტუტებს ავიწროებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელორუსიის მთავრობა ავიწროებს და დევნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ჯგუფებს.
დღესვე ალექსანდრ ლუკაშენკამ დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, ბელორუსიის საქმეებში არ ჩაერიონ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკას კიდევ ერთი კონკურენტი, ალექსანდრ კაზულინი, დღეს უშიშროების აგენტებმა რამდენიმე საათით დააკავეს და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სცემეს.
XS
SM
MD
LG