Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მოსკოვში დაიწყო პალესტინელთა შეარაღებული


დღეს მოსკოვში დაიწყო პალესტინელთა შეარაღებული დაჯგუფების “ჰამასის” ოფიციალურ წარმომადგენელთა

დღეს მოსკოვში დაიწყო პალესტინელთა შეარაღებული დაჯგუფების “ჰამასის” ოფიციალურ წარმომადგენელთა
დელეგაციის სტუმრობა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, “ჰამასმა” გამოთქვა მზადყოფნა დაიცვას ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ერთი პირობით, თუკი ისრაელიც უარს იტყვის ძალის გამოყენებაზე. დელეგაციის ხელმძღვანელმა “ჰამასის” პოლიტიკურმა ლიდერმა ხალიდ მეშაალმა თქვა, რომ ისრაელთან მოლაპარაკების შესაძლებლობას ვერ ხედავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა “ჰამასი” პარტიის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის თაობაზე გააფრთხილა. პრესკონფერენციაზე ლავროვმა თქვა:
(ლავროვის ხმა) “გარკვეული იმედი მაქვს, რომ ჰამასი, გახდა რა პალესტინელთა თვითმმართველობის კანონიერი პოლიტიკური ფაქტორი, ახლებურად შეაფასებს საკუთარ როლს, რომლისთვისაც, ის, შეიძლება, არც კი იყო მზად არჩევნების დასაწყისში. მაგრამ ახლა, როცა არჩევნები ჩვენთვის ცნობილი შედეგით დასრულდა, ჰამასს ძალუძს სხვაგვარად შეაფასოს თავისი როლი და პალესტინელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა”.
ჰამასი მოსკოვში პრეზიდენტმა პუტინმა დაპატიჟა მას მერე, რაც მან პალესტინელთა თვითმმართველობაში არჩევნები მოიგო. ისრაელი წინააღმდეგი იყო ამ მიწვევისა, ის, ისევე როგორც აშშ და ევროპის კავშირი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. აშშ და ისრაელს სურს, რომ მოსკოვი ჰამასს დაიყოლიებს შეწყვიტოს ძალადობა და აღიაროს ისრაელი, მოსკოვმა გამოაცხადა,რომ ის ამას აპირებს.
XS
SM
MD
LG