Accessibility links

logo-print

მოლაპრაკება ევროპელ და ირანელ ოფიციალურ


მოლაპრაკება ევროპელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის

მოლაპრაკება ევროპელ და ირანელ ოფიციალურ პირებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისის
დასრულების გზების თაობაზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. ვენაში მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის და ირანის წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა გამოვიდა.
(სოლანას ხმა)
“სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით დღეს შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს შესაძლებელი გახდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მინდა ვთქვა ,რომ ატომსფერო შეხვედრისა ძალიან კარგი იყო, - კონსტრუქციული და დადებითი. მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოს, ვერ შევძელით შეთანმების მიღწევა.”
ეს ბოლო შეხვედრა წინ უძღოდა 6 მარტისთვის დადგეგმილ სხდომას ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში, რომელზეც უნდა გადაწყდეს გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ირანის საკითხის გადაცემა. თეირანი უარყოფს დასავლეთის ვარაუდოს, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG