Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გენერალმა


შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გენერალმა,

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გენერალმა,
ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელმა ჯონ აბიზაიდმა დღეს ბაღდადში განაცხადა, რომ ერაყის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ეფექტიანად ებრძვიან ძალადობის ახალ ტალღას, რომელიც ათი დღის წინ ქალაქ სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქებით დაიწყო: [აბიზაიდის ხმა]: ”გუშინ ერაყში შეერტებული შტატების სარდალს, გენერალ ჯორჯ ქეისის შევხვდი. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული სიტუაცია განვიხილეთ. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ერაყის შეიარაღებული ძალების ქმედებებით სამარის აფეთქების შემდეგ. გვჯერა, რომ ერაყის შეიარაღებული ძალები, საერთაშორისო ძალებთან ერთად, უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებიან”. პარალელურად, ერაყში გაგრძელდა ძალადობა. პოლიციის ცნობით, ბაღდადის სამხრეთაღმოსავლეთში, მიკოროავტობუსის გაჩერებაზე მომხდარმა აფეთქებამ 7 ადამიანი მოკლა. 20 დაიჭრა. ეს ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ბაღდადში დღის პერიოდში მოქმედი კომენტანდის საათი მოიხსნა. ახლა კომენდანტის საათი მხოლოდ ღამე მოქმედებს. კიდევ სხვა ინციდენტისას, ქალაქ სალმან პაკში, პოლიციის სადგურთან მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. დაიღუპა ორი მოქალაქე და დაიჭრა სამი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG