Accessibility links

logo-print

ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე ირანის


ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე ირანის მთავარი წარმომადგენელი

ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე ირანის მთავარი წარმომადგენელი
ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ თეირანი კვლევის და განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ურანის გამდიდრების სამუშაოებს არ შეწყვეტს. ვენიდან დაბრუნებულმა ლარიჯანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის სამეული - ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია - ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას მოითხოვს. ირანის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის ვენაში 3 მარტს გამართულ შეხვედრაზე ირანის ურანის გამდიდრების საკითხის ირგვლივ არსებული უთანხმოების გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ლარიჯანის განცხადებით, მან ევროკავშირის წარმომადგენლებს უთხრა, რომ კვლევის მიზნებისთვის წარმოებული გამდიდრება ირანის აღიარებული უფლებაა, და ქვეყანა მისი შეწყვეტის შესახებ არანაირ მოთხოვნას არ დასთანხმდება. რუსეთის წინადადებაზე საუბრისას - რომ ირანმა ურანი რუსეთის ტეროტორიაზე გაამდიდროს - ლარიჯანიმ დღეს პირველად მიანიშნა, რომ ეს, როგორც დროებითი ზომა, შეიძლება რეალურად განხორციელდეს.
პარალელურად, გაზეთმა ”ვაშინგტონ პოსტმა” დღეს გამოაქვეყნა ცნობა, რომ შეერთებული შტატები გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის მიმართ 30 დღიანი ულტიმატუმის შემუშავებას აპირებს, რომ ქვეყანამ ატომური პროგრამა შეწყვიტოს.
XS
SM
MD
LG