Accessibility links

ინდონეზიაში ათასობით მუსლიმანი, მათ შორის


ინდონეზიაში ათასობით მუსლიმანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, მონაწილეობდა დემონსტრაციაში

ინდონეზიაში ათასობით მუსლიმანი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი, მონაწილეობდა დემონსტრაციაში
აშშ-ის, აგრეთვე ერაყსა და ავღანეთში ომების წინააღმდეგ. დემონსტრაციის მონაწილეები მოითხოვენ ასევე შარიათის კანონების შემოღებას ინდონეზიაში, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმანური მოსახლეობა ჰყავს. დემონსტრანტებმა დაგმეს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები, დაბეჭდილი დანიურ გაზეთში. ინდონეზიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საპროტესტო გამოსვლები (ყველა იყო ორგანიზებული მუსლიმანურ ჯგუფ "ჰიზბუტ ტაჰრირის" მიერ) კიდევ რამდენიმე ქალაქში მოეწყო.
XS
SM
MD
LG