Accessibility links

logo-print

აშშ-მა და ბრიტანეთმა უარყვეს ცნობას


აშშ-მა და ბრიტანეთმა უარყვეს ცნობას, თითქოს აპირებდნენ

აშშ-მა და ბრიტანეთმა უარყვეს ცნობას, თითქოს აპირებდნენ
ერაყიდან ჯარების გაყვანას 2007 წლის გაზაფხულისთვის. საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ცნობით, პენტაგონის პრესმდივანმა და ერაყში ამერიკელების ოფიციალურმა სამხედრო წარმომადგენელმა აღნიშნეს, რომ ასეთი გეგმა არ გაკეთებულა. ლონდონში გამომავალი გაზეთი "სანდეი ტელეგრაფი "დღევანდელ ნომერში ბეჭდავს თავდაცვის სამინისტროს წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომ ამერიკელები და ბრიტანელები გეგმავენ ჯარების გაყვანას ერაყიდან მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ ერაყში უცხოური ჯარების ყოფნა ძალიან უშლის ხელს ერაყში მშვიდობის დამკვიდრებას. ამავე წყაროს მიხედვით (მის ვინაობას კი "სანდეი ტელეგრაფი" არ ამხელს), ჯარებს მომდევნო 12 თვის მანძილზე გაიყვანენ. ამასობაში, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აპირებს მომავალი თვიდან ერაყში განთავსებული ჯარის შემცირებას: ამჟამინდელი 3200-კაციანი კონტიგენტის მესამედი სამშობლოში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG