Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაუდგენელმა პირებმა დაცხრილეს რუსეთის


თბილისში დაუდგენელმა პირებმა დაცხრილეს რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ"-ს თბილისის წარმომადგენლობის ოფისი.

თბილისში დაუდგენელმა პირებმა დაცხრილეს რუსეთის ტელეკომპანია "ნტვ"-ს თბილისის წარმომადგენლობის ოფისი.
ინციდენტი, როგორც ვარაუდობენ, შაბათს საღამოს მოხდა. როგორც "ნტვ"-ს თანამშრომელმა ნუგზარ კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას - როცა კვირას დილით სამსახურში მივიდა - ოფისის ფანჯრები ჩამსხვრეული დაუხვდა, ოთახში ცეცხლსასროლი იარაღის საფანტის კვალიც იყო. კერესელიძის თქმით, თავდასხმისას შენობაში არავინ იმყოფებოდა, თავდამხსმელებს კი არაფერი წაუღიათ.
XS
SM
MD
LG