Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ


ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა რუსეთი გააკრიტიკა პალესტინელების

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეჰუდ ოლმერტმა რუსეთი გააკრიტიკა პალესტინელების
გასამხედროებულ ჯგუფ “ჰამასთან” მოლაპარაკების გამართვის გამო. როგორც ოლმერტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ეს მოლაპარაკება მხოლოდ წაახალისებს "ჰამასს", გააგრძელოს ძალადობის გზაზე სიარული და არ აღიაროს ისრაელი. მოსკოვში დღეს დასრულდა "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მოლაპარაკება ისე, რომ "ჰამასი", როგორც ჩანს, ვერ დაიყოლიეს პოზიციის შეცვლაზე. "ჰამასმა" ხმების უმრავლესობა მოიპოვა იანვარში, პალესტინელების საპარლამენტო არჩევნებში და ამჟამად ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესშია.
XS
SM
MD
LG