Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა 35 წევრიანი საბჭო დღეს მსჯელობდა ირანის

გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა 35 წევრიანი საბჭო დღეს მსჯელობდა ირანის
წინააღმდეგობის გარშემო, შეწყვიტოს ბირთვული საწვავის წარმოება. სააგენტოს ხელმძღვანელის ელ ბარადეის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ირანთან შეთანხმება დახლოებით ერთ კვირაში მიიღწევა. მაგრამ, მან იქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს უნდა ჰქონდეს იმის მკაფიო სურათი, თუ რას აკეთებს ირანი
(ბარადეის ხმა) “საჭიროა მაქსიმალური გამჭვირვალეობა, რადგან ირანის განსაკუთრებული შემთხვევაა. ჩვენ გვიჭირდება წარსულის აღდგენა, 18 წლის წინანდელი გამოუცხადებელი პროგრამის ნახვა, გვჭირდება დავკითხოთ ხალხი, უნდა მიგვესვლებოდეს დოკუმენტებთან. რაღაც გამჭვირვალობას ვაღწევთ, მაგრამ არა ძალადობით და აჩქარებით”.
საბჭო, მოელიან, განახორციელოს წინა გადაწყვეტილება, რომ ირანის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცენ, რათა მან სანქციები დაუწესოს ირანს, რომელიც, ეჭვი აქვთ, ბირთვულ იარაღზე მუშაობს. დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის აშშ, მოითხოვენ, რომ ირანმა არ გაამდიდროს ურანის გამდიდრების სამუშაო, ბირთვული ენერგიის და იარაღის წარმოებისთვის საჭირო პროცესი. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრgმა მშვიდობიანია.

XS
SM
MD
LG