Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის


პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის რაკეტა მოხვდა მანქანას, რომელშიც ორი პალესტინელი

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ისრაელის რაკეტა მოხვდა მანქანას, რომელშიც ორი პალესტინელი
მგზავრობდა, და დახოცა ისინი. ისრაელის არმიამ დაადასტურა მომხდარი და განაცხადა, რომ მანქანაში შეიარაღებული ჯგუფის ისლამური ჯიჰადის ორი წარმომადგენელი იჯდა. აქტისას დაშავდნენ გამვლელები. თავდასხმა მოჰყვა ორი პალესტინელი ყმაწვილის დაღუპვას, როცა მათ შემთხვევით ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდათ.

პალესტინელთა ავტონომიის პარლამენტის სპიკერმა, ჰამასის წარმომადგენელმა აზიზ დუეიკმა განაცხადა, რომ ჰამასს შეუძლია განიხილოს ისრაელის აღიარების საკითხი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ამ საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება თვითმმართველობაში. გერმანული გაზეთის “ველტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა, ასევე, რომ ჯერ ისრაელმა უნდა შეასრულოს რამდენიმე პირობა, ერძოდ, აღიაროს პალესტინელი ლტოლვილთა უფლება დაბრუნებაზე.

დღეს პამლამენტის სხდომაზე, ავტონომიაში, ფათაჰის კანონმდებლებმა დარბაზი დატოვეს მას მერე, რაც “ჰამასის” წამრომადგენლებმა მოუხსნეს პრეზიდეტს აბასს ის უფლებამოსილებანი, რომელიც მას წინა პარლამენტმა მიანიჭა.
XS
SM
MD
LG