Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა გაეროს ატომურ უწყებას


ირანის პრეზიდენტმა გაეროს ატომურ უწყებას მოუწოდა, კომპენსაცია გადაუხადოს ირანს

ირანის პრეზიდენტმა გაეროს ატომურ უწყებას მოუწოდა, კომპენსაცია გადაუხადოს ირანს
2003 წლის შემდეგ ბირთვული პროგრამის შეჩერების გამო.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ გაერომ ირანს უნდა აუნაზღაუროს ზარალი, რომელიც პროგრამის შეჩერებამ გამოიწვია მეცნიერებისა და ეკონომიკის სფეროებში. -
ეს კომენტარი აჰმადინეჟადმა გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომის მეორე წრის დაწყებამდე. სხდომა ვენაში იმართება.
XS
SM
MD
LG