Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ” აჩვენა ვიდეოჩანაწერი


არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ” აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ერაყში მძევლობაში მყოფი ოთხი უცხოელი მამაკაცი.

არაბულენოვანმა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირამ” აჩვენა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ერაყში მძევლობაში მყოფი ოთხი უცხოელი მამაკაცი.
ისინი (ორი კანადელი, ერთი ამერიკელი, ერთი ბრიტანელი) ქრისტიანული სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლები არიან და აქამდე, ბოლო ინფორმაცია მათს შესახებ ასევე ვიდეჩანაწერის მეშვეობით, 28 იანვარს გავრცელდა. ისინი ნოემბერში აიყვანეს მძევლად. დღეს ალ-ჯაზირა იუწყებოდა, რომ ოთხმა მძევალმა თავის ქვეყნებს მოუწოდა, მიიღონ ზომები მათს გამოსახსნელად. ჩანაწერი 28 თებერვლითაა დათარიღებული. ერაყში კიდევ ათობით უცხოელი ჰყავთ შეპყრობილი გამტაცებლებს, რომლებიც მათი დახოცვით იმუქრებიან, თუ ერაყის მთავრობა, ან საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით, არ გაუშვებს ერაყელ პატიმრებს.
XS
SM
MD
LG