Accessibility links

logo-print

ვენა მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო


ვენა მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს შეხვედრას,

ვენა მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს შეხვედრას,
რომელზეც განიხილავენ ირანის უარს მოთხოვნაზე, შეაჩეროს ურანის გამდიდრებაზე მუშაობა. როგორც იუწყებიან, მსჯელობენ იმაზეც, რამდენი ხანი შეიძლება, რომ ირანმა უარი თქვას გამდიდრების ფართომასშტაბიან პროცესზე. დიპლომატების თქმით, ირანი დაყაბულდებოდა 2-წლიან მორატორიუმს, მაგრამ ევროპის სახელმწიფოები მოითხოვენ გაცილებით უფრო ხანგრძლივ მორატორიუმს ურანის გამდიდრების ნებისმიერ პროცესზე. ვენაში მსჯელობენ იმაზეც, გამოიყენებს თუ არა ირანი ბირთვულ პროგრამას ატომური იარაღის დასამზადებლად. ირანი ირწმუნება, რომ მისი პროგრამა მარტო მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ატომური სააგენტოს თავმჯდომარე მოჰამედ ელ-ბარადეი იმედოვნებს, რომ ერთსულოვნებას ვენაში ირანის გარშემო ერთ კვირაში მიაღწევენ და არ იქნება საჭირო მისი განხილვა გაეროს უშიშროების საბჭოში, შესაძლო დამსჯელი სანქციების მისაღებად.
XS
SM
MD
LG