Accessibility links

logo-print

ინდოეთის ქალაქ ვარანასში სამი ბომბის


ინდოეთის ქალაქ ვარანასში სამი ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთის ქალაქ ვარანასში სამი ბომბის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა.
ათობით ადამიანი დაჭრილია. ერთი აფეთქება ვარანასში, რომელსაც ბენარესსაც უწოდებენ და რომელიც ინდუისტური რელიგიის მიმდევართათვის წმინდა ქალაქია, ინდუისტურ ტაძარში მოხდა. ტაძარი აფეთქების მომენტში ხალხით იყო სავსე. დანარჩენი ორი ბომბი ქალაქის რკინიგზის სადგურზე აფეთქდა. პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ვარანასი უტარ პრადეშის შტატში, მდინარე განგის ნაპირას მდებარობს და მრავალ ინდუისტ მლოცველს იზიდავს.
XS
SM
MD
LG