Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა


ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტისას დაახლოვდა ორი მხარის პოზიცია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში.

ვაშინგტონში რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტისას დაახლოვდა ორი მხარის პოზიცია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნა, რომ ირანის ტერიტორიაზე ბირთვული საწვავის გამდიდრება მიუღებელია ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევის საფრთხის გამო. მაგრამ რაისი არ ფიქრობს, რომ ირანი გაეროს სანქციების უშუალო საფრთხის წინაშე დგას: [რაისის ხმა] “ირანელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო რეაგირებისთვის, მაგრამ ჩვენ სავსებით ნათლად ვთქვით, რომ არა გვგონია, სწორი იყოს პირველივე ეტაპზე გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების მხარდაჭერა”. რუსმა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვი არ წავა კომპრომისზე ირანისთვის ურანის რუსეთის ტერიტორიაზე გამდიდრების შესახებ ინიციატივის საკითხში. ლავროვის თქმით, ირანთან მოლაპარაკებაში რუსული მხარე ცდილობს ირანის დაყოლიებას გაეროს ატომური სააგენტოს მოთხოვნების შესრულებაზე.
XS
SM
MD
LG