Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ-ბარადეიმ ვენაში გამართულ სხდომაზე ირანის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამად ელ-ბარადეიმ ვენაში გამართულ სხდომაზე ირანის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მასში ნათქვამია, რომ ირანმა საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნის საპირისპიროდ განაახლა ურანის გამდიდრება. შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი სხდომაზე გამოვიდნენ განცხადებებით, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა. ირანი, თავის მხრივ, მტკივნეული შედეგებით დაემუქრა შეერთებულ შტატებს, თუკი თეირანის წინააღმდეგ სანქციები იქნება შემოღებული. ამასთან, როგორც ირანის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა ვენაში, თეირანმა შეიძლება შეცვალოს ნავთობის ექსპორტის პოლიტიკა.

XS
SM
MD
LG