Accessibility links

logo-print

ბაღდადის სხვადასხვა რაიონში აღმოჩენილია 23


ბაღდადის სხვადასხვა რაიონში აღმოჩენილია 23 მამაკაცისა და ბიჭის გვამები. მათ ძალადობის ნიშნები ეტყობა.

ბაღდადის სხვადასხვა რაიონში აღმოჩენილია 23 მამაკაცისა და ბიჭის გვამები. მათ ძალადობის ნიშნები ეტყობა.
შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცნობით, 18 დაღუპულის გვამები აღმოჩნდა ბაღდადის დასავლეთში, მიტოვებულ მიკროავტობუსში. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მოკლულებს ხელები შეკრული ჰყონდათ და თვალები - აკრული. ზოგი დახვრეტილია, ზოგი - ჩამოხრჩობილი. ამის შემდეგ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოჩნდა კიდევ 5 ადამიანის გვამები. მკვლელობების მოტივი ჯერჯერობით არ არის ნათელი. დღესვე ბაღდადში ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ბომბი აფეთქდა გზაზე, რომელზეც გაიარა შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟმა. თავად მინისტრი კორტეჟში არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG