Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა არ აპირებს, გააუქმოს


საქართველოს მთავრობა არ აპირებს, გააუქმოს დადგენილება,

საქართველოს მთავრობა არ აპირებს, გააუქმოს დადგენილება,
რომელიც სალარო აპარატების გარეშე ვაჭრობას კრძალავს. ასეთი განცხადება გააკეთა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე ლიდერთან შეხვედრაზე, რომელიც ამ უკანასკნელთა მოთხოვნით, გვიან საღამოს გაიმართა. ხვალ ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე დღევანდელზე მეტი ხალხის გამოყვანას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, ზურაბ ნოღაიდელს მომიტინგეთა დღევანდელი რაოდენობა ეცოტავა, ამიტომ ხვალ ქუჩაში უფრო მეტი ხალხი გამოვა. "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით გვსურდა ხალხისთვის კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ მთავრობას საზოგადოებასთან დიალოგი არ სურს.
XS
SM
MD
LG